ლიპი: საუკეთესო ზიდანია

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, მარჩელო ლიპის თქმით, ბოლო ოცი წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანია და მასთან ახლოსაც კი არ დგას არავინ.

ბევრს გაუკვირდა მაესტროს ასეთი მოსაზრება, რადგან 2006 წლის მუნდიალის ფინალური მასტჩის შემდეგ, ზიდანი არაერთხელ გახდა ლიპის კრიტიკის ობიექტი. უფრო სწორად, მარჩელო მის შეგირდს, მარკო მატერაცის იცავდა და გზა და გზა, ზიდანიც შემოელანძღებოდა ხოლმე. ამჯერად კი ალჟირული წარმოშობის ფრანგი ქებით ცაში აიყვანა და შემდეგი განაცხადა:

"ვინ არის ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი? - რა თქმა უნდა, ეს ზინედინ ზიდანია, რომელმაც
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ყველაფერი მოაგებინა. ზიზუს მოედანზე აბსოლუტურად ყველაფრის კეთება შეეძლო, რაც მის თანაგუნდელებზეც შესანიშნავად მოქმედებდა.

დღესაც ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ირჯება, მაგრამ ზინედინს ვერც ერთ მათგანს ვერ შევადარებდი. რაც შეეხება ზიდანამდე პერიოდს, საუკეთესო უდავოდ დიეგო მარადონა გახლდათ, რომელიც მოედანზე სასწაულებს სჩადიოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული