ლუის ენრიკე: კრკიჩმა სრულყოფის სურვილი უნდა დამანახოს

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ატალანტასთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ბოიან კრკიჩთან პრობლემები არ აქვს.

მაგრამ ესპანელმა ფორვარდმა ვარჯიშებზე უკეთ უნდა იმუშაოს, რათა გუნდის შემადგენლობაში მოხვდეს. ამას გარდა, ლუის ენრიკემ ისიც თქვა, რომ გოლკიპერი მარტენ სტეკელენბურგი შეხვედრისთვის მზადაა:

"სტეკელენბურგმა კვირის დიდი ნაწილი სხვებთან ერთად ივარჯიშა და "ატალანტასთან" თამაში შეუძლია. გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ.

მაქვს თუ არა პრობლემები კრკიჩთან? არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ყოველ წამს უნდა დავინახო მისგან თამაშის წყურვილი, მოგების და სრულყოფილების სურვილი", - განაცხადა
ენრიკემ.

მომზადებულია Romanews-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული