ბუფონი: "იუვენტუსი" ყოველთვის გუნდური სულით გამოირჩეოდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი "მილანთან" გამარჯვებით აღტაცებულია. "იუვენტუსის" მეკარემ და სიმბოლომ აღნიშნა, რომ მეტოქის გამარჯვებაში "ბებერი ქალბატონის" გუნდურმა სულისკვეთებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.

"რა აერთიანებს ძველ და ახალ "იუვენტუსს"? გუნდური სული და უზარმაზარი მორალური ძალა, რომელსაც მოედანზე ვაჩვენებთ. თავს მოედანზე უმოტივაციოდ გასვლის უფლებას არ ვაძლევთ. "იუვენტუსისთვის" კარგია, რომ მეტოქეებისგან განსხვავებით, კვირაში ერთ მატჩს ვატარებთ. ეს საუკეთესო თამაშის ჩვენების საშუალებას გვაძლევს", - განაცხადა მეკარემ.

"იუვენტუსმა" წუხელ "მილანი" საკუთარ მოედანზე 2008 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. თავად ბუფონმა მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 0:0 იყო,
ნოჩერინოს რთული დარტყმა მოიგერია.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული