კონტე: სკუდეტოზე ოცნებას არავინ გვიშლის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "მილანთან" გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ სამი ქულის მოპოვებით ბედნიერია. კონტემ აღნიშნა, რომ თავს ჩემპიონობაზე ოცნების უფლებას აძლევს.

"პირველად მოხდა, რომ თამაშში კორექტივების შეტანის სურვილი არ გამჩენია. გუნდი შესანიშნავად იყო დაბალანსებული და რაიმეს შეცვლის შემეშინდა. ამ გამარჯვებას გუნდიც ვიმსახურებდით და გულშემატკივრებიც. არავის მოტყუება არ მსურს - უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით. ტიტულზე ოცნებას არავინ გვიკრძალავს. თუ თავს ამის უფლებას აღვუკვეთთ, ეს სიკვდილის ტოლფასი იქნება", - განაცხადა კონტემ.

კონტე "იუვენტუსს" გასულ ზაფხულს ჩაუდგა სათავეში და ამ დროისთვის გუნდი
ხუთ მატჩში მოპოვებული 11 ქულით იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს.

მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული