ტოტი რომაული დერბისთვის გამოჯანმრთელდება

AutoSharing Option
"რომას" თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩში "ატალანტასთან" შეცვლა ითხოვა, ხვალიდან რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს.

ულტრაბგერითმა ტომოგრაფიამ ფორვარდს მარჯვენა ბარძაყის კუნთების დაზიანება დაუდგინა. თუმცა "რომას" კაპიტანი "ლაციოსთან" დერბისთვის უნდა გამოჯანმრთელდეს და ფორმა აღიდგინოს.

იტალიის ორი დედაქალაქური გუნდის მატჩი ნაკრების თამაშებთან დაკავშირებული შესვენების შემდეგ, 16 ოქტომბერს გაიმართება.

მომზადებულია La Stampa-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული