რანიერი: მსაჯი ყველგან შეცდა, სადაც შეიძლებოდა შემცდარიყო

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი "ნაპოლისთან" მატჩში ფლორენციელი ჯანლუკა როკის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. შეხვედრა "ნერაძურის" დამარცხებით 0:3 დასრულდა.

"ჯანლუკა როკი არაადექვატური იყო. მან თამაში გააფუჭა. არადა, შეიძლებოდა ბრწყინვალე მატჩი გამოსულიყო. მსაჯი ყველგან შეცდა, სადაც  კი შეიძლებოდა შემცდარიყო.

ვინც მიცნობს, ყველა დაგიდასტურებთ, რომ წუწუნი არ მჩვევია, მაგრამ "ნაპოლისგან" მარცხი ჩვენი ბრალი არ არის. ჩემი შეგირდები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და ასეთ შედეგს არ იმსახურებდნენ", - განაცხადა რანიერიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული