მაცარი: "ინტერთან" გამარჯვება დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარია

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "ინტერთან" (3:0) გასვლით მატჩში გამარჯვებისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა. ეს მოგება ნეაპოლელებმა მაცარის 50-ე დაბადების დღეზე მოიპოვეს.

"მინდა ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო იმ საჩუქრისთვის, რომელიც გამიკეთეს. ეს საუკეთესოა, რაც კი შეიძლება მიმეღო.

რაც შეეხება მსაჯობაზე საუბარს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. გასულ წელს "მილანთან" თერთმეტრიანით დავმარცხდით, რომელიც ჩვენ კარში დაინიშნა. კიდევ ერთი მაგალითი - "ფიორენტინასთან" წინა მატჩში მეტოქის კარში აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნეს.

საერთოდ, სეზონის განმავლობაში მსგავსი რამ ყველას ემართება. არ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვთამაშობდით და
ჩვენი თამაშით გამარჯვებას ვიმსახურებდით", - განაცხადა მაცარიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული