იბრაჰიმოვიჩი: "იუვენტუსთან" ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ გაიზარდა და უფრო ბრძენი გახდა. გუშინ შვედ ფეხბურთელს 30 წელი შეუსრულდა.

"თავს დიდ ადამიანად ვგრძნობ. უკვე ორი შვილი მყავს. დრო სწრაფად გარბის. შეიძლება გუნდების შეცვლამ გამოიწვია ეს ყველაფერი. როცა კარიერას დავამთავრებ ცხოვრებით დავტკბები. ოღონდ არ ვიცი ეგ როდის მოხდება.

რაც შეეხება "იუვენტუსთან" მარცხს, ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული