პრანდელი იტალიის ნაკრებში ბალოტელის პირველ გოლს ელის

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი სერბეთის ნაკრებთან მატჩის წინ "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის, მარიო ბალოტელის პროგრესსზე საუბრობს.

მისი თქმით, ფორვარდმა, რომელიც რთული ხასიათით გამოირჩევა, ბოლოს და ბოლოს სერიოზული მუშაობა დაიწყო, რაც აშკარა შედეგებს იძლევა.

"მარიოს შესანიშნავად ესმის, რომ პროფესიონალური ზრდისთვის ბევრი ვარჯიში სჭირდება. ბოლო დროს ეს მას კარგად გამოსდის. როგორც ჩანს, საქმისადმი მიდგომა შეიცვალა. ეს ჩემი დამსახურებაა? ნაკლებად. ახლა იტალიის ნაკრების მაისურით მის პირველ გოლს ველით", - განაცხადა პრანდელიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული