ბიზოლი "ბოლონიადან" გაუშვეს

AutoSharing Option
სერია A-ს დაწყებიდან ხუთი ტურია გასული, რის შემდეგაც "ბოლონიას" მხოლოდ ერთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა. ბუნებრივია, ეს ამბავი კლუბის მესვეურებს ძალიან არ მოსწონთ და შესაბამისად, მდგომარეობის გამოსწორებას ეშურებიან.

როგორც წესი, ასეთ დროს ჯოხი მწვთნელზე ტყდება ხოლმე და ასე მოხდა ამჯერადაც - გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიერპაოლო ბიზოლი გათავისუფლებულია "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და უახლოეს მომავალში, მისი შემცვლელის შერჩევა იგეგმება. კლუბის მესვეურებმა მადლობა გადაუხადეს ბიზოლის გაწეული შრომისთვის და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს. მწვრთნელი იმედგაცრუებული გახლავთ ამ გადაწყვეტილებით, რაც ჟურნალისტებთან არ
დაუმალავს:

"სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ "ბოლონიას" მესვეურები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდენ. როდესაც ზაფხულში მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს, ყოველ დღე გრძელვადიანი გეგმების დამუშავებაში ვიყავით და მათგან სრულ ნდობას ვგრძნობდი. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება მწვრთნელის მუშაობა ხუთი მატჩით განსაზღვრო და წარუმატებელი რეზულტატის შემთხვევაში, გაათავისუფლო. ნაწყენი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ, მგონია, რომ "მოლონიას" ხელძღვანელებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც დადებით შედეგს არ გამოიღებს".

პრესაში უკვე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ბიზოლის ადგილი. სახელდება ორი მთავარი კანდიდატურა: დავიდე ბალარდინი და სტეფანო პიოლი. პირველი მათგანი ბოლოს "ლაციოში" მუშაობდა, მეორე კი სულ ახლახანს "პალერმოდან" გამოაგდეს. უფრო ძვირად მაინც ბალარდინის შანსები ფასობს, რაზეც მისი კომენტარი ნათლად მეტყველებს:

"ვადასტურებ, რომ "ბოლონიას" მესვეურები შემეხმიანენ და საქმიან შეხვედრაზე შემითანხმდნენ. ბუნებრივია, საქმე გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩემს დანიშვნას ეხება. დღეს გამიჭირდება იმაზე საუბარი შედგება თუ არა შეთანხმება, თუმცა ერთი ნამდვილად ვიცი: "ბოლონია" საკმაოდ მესიმპათიურება და ამ გუნდში მუშაობაზე უარს არ ვიტყოდი. მთავარია, რომ პირობებზე შევთანხმდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული