იბრაჰიმოვიჩი: ფეხბურთისგან დავიღალე

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც გუშინწინ თავისი ოცდამეათე დაბადებისდღე აღნიშნა,განაცხადა, რომ ფეხბურთისგან დაიღალა და კარიერას ძალიან დიდ ხანს არ გააგრძელებს.

"უბრალოდ, ფეხბურთისგან დავიღალე. ნაკლებად მონდომებით ვთამაშობ ვიდრე ადრე, ფეხბურთი ჩემთვის რუტინა გახდა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი, სკოლასაც კი ვაცდენდი, რათა ფეხბურთი მეთამაშა. ახლა რაიმე სხვაზე ფიქრის დრო დადგა, - მაგალითად, ოჯახზე. კარიერას დიდ ხანს არ გავაგრძელებ", - აღიარა შვედმა თავდამსხმელმა.

იბრაჰიმოვიჩი კარიერის მანძილზე ხუთ ევროპულ კლუბში - "აიაქსში", "იუვენტუსში", "ინტერსში", "ბარსელონასა" და "მილანში" თამაშობდა.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული