აგენტი: იბრაჰიმოვიჩი, სულ ცოტა, 35 წლამდე ითამაშებს

AutoSharing Option
მინო რაიოლამ, რომელიც "მილანის" თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტია, ფორვარდის ამასწინდელ გამონათქვამზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის შვედმა თქვა, ფეხბურთისგან დავიღალეო.

"მილანს" შეუძლია მშვიდად იყოს. ზლატანი "იუვენტუსთან" მარცხის გამოა ნირწამხდარი, მაგრამ სულ მალე ისევ ის "იბრა" გახდება. იმ ინტერვიუს შემდეგ მას ვესაუბრე და მითხრა, რომ რაღაც-რაღაცეები არასწორად გაუგეს.

გასაგებია, რომ მას ისეთივე მოტივაცია არ აქვს, როგორც ეს სამი წლის წინ იყო, მაგრამ ის თამაშს ნამდვილად გააგრძელებს, სულ ცოტა, 35 წლამდე მაინც.

ვერ გეტყვით, დარჩება თუ არა ის "მილანში" კიდევ ხუთი
წლით, რადგან ეს კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ზლატანი კი ცდილობს, პირნათელი იყოს როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან", - განაცხადა რაიოლამ.

მომზადებულია La Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული