გორან პანდევი ტყუილად ანერვიულეს

AutoSharing Option
გახსოვთ ალბათ, "ინტერი"-"ნაპოლის" შეხვედრაში გორან პანდევმა ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში შესაცვლელი შეიქმნა. ექიმების პირველადი დასკვნა საკმაოდ მძიმე გახლდათ და მაკედონიელს მინიმუმ ორთვიან მკურნალობას უწინასწარმეტყველებდა.

ბუნებრივია, ეს ამბავი მტკივნეულად მიიღეს ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა, ვალტერ მაძარიმ კი თავში ხელები წაიშინა და პრესასთან საუბარში თავის ბედს შესჩივლა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაცხადდა, არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა - მეორე და დეტალურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ გორან პანდევს მსუბუქი ტრავმა ჰქონია და სულ რაღაც ორიოდე კვირაში მოედანს დაუბრუნდება. ამის შესახებ თავად
ფეხბურთელმა განაცხადა:

"ექიმები შეცდომაში შევიდნენ და თავდაპირველად გაცილებით მძიმე დიაგნოზი დასვეს, რამაც ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენა.
საბედნიეროდ, რეალობა ბევრად უფრო კარგი აღმოჩნდა, წვრთნას უახლოეს დღეებში განვაახლებ, მოედანს კი დაახლოებით ორ კვირაში დავუბრუნდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული