ტრადიციულად, ბევრი იხუმრა და ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა:
"საჭიროდ ჩავთვალე, რომ ფეხბურთელებს პირადად შევხვეროდი და გამემხნევებინა ისინი, რადგან "იუვენტუსთან" განცდილი მარცხის შემდეგ გულგატეხილნი ჩანდნენ. მართალია, ჩვენ პრინციპულ მეტოქესთან წავაგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ სეზონის სტარტია და დაკარგული ქულების ასანაზღაურებლად საკმარისზე მეტი დრო გვექნება. "იუვესთან" ცუდად სულაც გვითამაშია, თუმცა მეორე ტაიმში დაღლა დაგვეტყო და ორი გოლი ამადაც გავუშვით. ეს ტრავმათა ეპიდემიის ბრალია, რომლის გამოც მასიმილიანო ალეგრის მოკლე
იტალიელ ჟურნალისტებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ბერლუსკონიმ "მილანელოზე" მისვლა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გულისამაჩუყებელი კომენტარის გამო გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ შვედმა ფორვარდმა სინანულით აღნიშნა, სიბერე შემომეპარა და მუხლი ძველებურად აღარ მომდევსო. დონ სილვიომ ყველაზე მეტი დრო სწორედ ზლატანს დაუთმო და მას პირისპირ ესაუბრა - როგორც თავად ბერლუსკონიმ განაცხადა, გაამხნევა იბრაჰიმოვიჩი და საბრძოლველად განაწყო.
ამასთან, ურჩია, რომ ვარცხნილობა შეიცვალოს და გულახდილად დასძინა, საშინლად გამოიყურებიო. შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონი ადრეც დაინტერესებულა ქვეშემდგომთა ვარცხნილობით, კერძოდ გასული სეზონის ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე, როდესაც მასიმილიანო ალეგრის თმების შეჭრისკენ მოუწოდა. ბერლუსკონისთან შეხვედრის შესახებ იბრაჰიმოვიჩმაც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:
"ბერლუსკონი საოცარი ადამიანია, მოვიდა და მითხრა, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. დამისახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც 40 წელს გახდნენ მიტანებულნი და მაინც უმაღლეს დონეზე ასპარეზობდნენ. რაც შეეხება ჩემს ვარცხნილობას, თმების შეჭრა მირჩია და პრინციპში ვეთანხმები კიდეც, მოკლე თმებით გაცილებით უკეთ გამოვიყურები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"