მაიკონი: არასდროს მიფიქრია "ინტერიდან" წასვლაზე

AutoSharing Option
"ინტერის" მცველი მაიკონი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს ბრაზილიელ ფეხბურთელს "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ხოლო ახლა იტალიელი ჟურნალისტები მას "ანჟიში" ეტო'ოსთან უშვებენ.

"არასდროს მიფიქრია "ინტერიდან" წასვლაზე. ჟურნალისტები მუდმივად ავრცელებენ ინფორმაციას ჩემს შესახებ სხვა კლუბში გადასვლის თაობაზე, თუმცა ეს ყველაფერი უსაფუძვლო ჭორებია. მილანში ბედნიერი ვარ", - განაცხადა მაიკონმა.

მომზადებულია Inter channel-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული