მილოშ კრასიჩი: მალე ჩვეულ დონეზე ავთამაშდები

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა მილოშ კრასიჩმა გულშემატკივრებს მიმდინარე სეზონში არცთუ წარმატებული გამოსვლის გამო პანიკის შექმნისგან თავის შეკავება სთხოვა.

სერბი ტურინელ ტიფოზებს უმოკლეს ვადაში უკეთ ათამაშებას დაჰპირდა.

"საერთო აზრს დავეთანხმები და თავადაც მესმის, რომ ახლა ჩვეულ დონეზე უარესად ვთამაშობ. მაგრამ ფანებმა არ უნდა ინერვიულონ, მალე ჩემი დონის შესაფერისად ავთამაშდები.

საერთო ჯამში, წელს გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა ჯერჯერობით სკუდეტოზე საუბარი ნაადრევია, წინ გრძელი სეზონია",- თქვა კრასიჩმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული