სერბი ტურინელ ტიფოზებს უმოკლეს ვადაში უკეთ ათამაშებას დაჰპირდა.
"საერთო აზრს დავეთანხმები და თავადაც მესმის, რომ ახლა ჩვეულ დონეზე უარესად ვთამაშობ. მაგრამ ფანებმა არ უნდა ინერვიულონ, მალე ჩემი დონის შესაფერისად ავთამაშდები.
საერთო ჯამში, წელს გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა ჯერჯერობით სკუდეტოზე საუბარი ნაადრევია, წინ გრძელი სეზონია",- თქვა კრასიჩმა.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით