მარკიზიო: "იუვენტუსში" ჩემი ყოველთვის სჯეროდათ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს კლუბის დატოვებას არ აპირებდა.

"სინამდვილეში "იუვენტუსში" ჩემი ყოველთვის სჯეროდათ. უბრალოდ მაშინ ტრავმები მაწუხებდა და სათანადო დონეზე ვერ ვთამაშობდი. მთავარია, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა", - განაცხადა მარკიზიომ.

ასევე გაირკვა, რომ სერბეთის ნაკრებთან შეხვედრაში მიღებული ტრავმა ფეხბურთელმა უკვე მოიშუშა და მომდევნო მატჩისთვის მწყობრში იქნება.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული