"სინამდვილეში "იუვენტუსში" ჩემი ყოველთვის სჯეროდათ. უბრალოდ მაშინ ტრავმები მაწუხებდა და სათანადო დონეზე ვერ ვთამაშობდი. მთავარია, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა", - განაცხადა მარკიზიომ.
ასევე გაირკვა, რომ სერბეთის ნაკრებთან შეხვედრაში მიღებული ტრავმა ფეხბურთელმა უკვე მოიშუშა და მომდევნო მატჩისთვის მწყობრში იქნება.
მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით