კრკიჩი: შანსი არ მქონდა

AutoSharing Option
"რომას" 21 წლის თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი აცხადებს, რომ "ბარსელონამ" მას დარჩენისა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი არ მისცა და "კამპ ნოუდან" ის სწორედ ამ მიზეზით აიბარგა.

მას თურმე პირდაპირ განუცხადეს, რომ ახალი კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა მოეძებნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას უთამაშებლობა ემუქრებოდა.

"ბარსელონაში" თამაში ერთი სიამოვნებაა, მაგრამ იქ გატარებული ბოლო სამი თვის განმავლობაში თავის გამოჩენის შანსი პრაქტიკულად არ მომცემია, ამას კი ყველა ფეხბურთელისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გვარდიოლას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მეტიც, მე მას სეზონის საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ, მაგრამ
ჩემთვის აშკარა იყო, რომ მის გეგმებში უკვე აღარ ვჯდებოდი," - განაცხადა კრკიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული