ალეგრი: იბრაჰიმოვიჩი "მილანში დარჩება

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუზე ისაუბრა. შვედმა ახლახანს გაანცხადა, რომ ფეხბურთმა დაღალა.

"ხანდახან სიტყვებს არასწორად ამბობენ. არ მჯერა, რომ ზლატანი დაიღალა, სეზონი ხომ ახლა დაიწყო. ის, როგორც ყველა დანარჩენი "მილანში", შარშანდელი მიღწევების გამეორებასაა მოწადინებული.

დარწმუნებული ვარ, იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთში დარჩენა და კვლავ გამარჯვებები სურს", - განაცხადა სპეციალისტმა.

30 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე მოქმედებს.

მომზადებულია La Gazzetta Dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული