მექსე ნესტას ადგილს იკავებს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ფილიპ მექსე თავისუფალი აგენტის სტატუსით "მილანს" შეურთდა, თუმცა მას შემდეგ ძირითადად ტრავმირებულია და გუნდის არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა.

და აი, როგორც იქნა, ფრანგი უკანახაზელი გამოჯანმრთელდა და მზადაა მოედანზე სერია A-ს უახლოეს ტურშივე გავიდეს. შეგახსენებთ, რომ მომდევნო უქმეებზე "როსონერი" "პალერმოს" უმასპინძლებს. 29 წლის ფრანგმა მცველმა "გაძეტა დელო სპორტს" მცირე კომენტარი მისცა:

"ბედნიერი ვარ, რომ გამოვჯანმრთელდი და უკვე უახლოეს შეხვედრაში შევძლებ მოედანზე გასვლას. როგორც ვიცი, ალესანდრო ნესტაა ტრავმირებული და სიცილიელებთან მისი შეცვლა მომიწევს.

ნესტას ადგილზე თამაში
ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ალესანდრო უდავოდ თანამედროვეობის საუკეთესო მცველია. განვლილი პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან ვხედავდი, რომ გუნდს უჭირდა და ვერაფრით ვეხმარებოდი.

სეზონი არასტაბილურად დავიწყეთ, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ და მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიდერებთან ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მიზნის მიღწევას საგრძნობლად გაგვირთულებს. მიზანი? - ნუთუ არ იცით, რომ "როსონერი" ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული