გალიანი სიმშვიდეს ინარჩუნებს

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ იმის შესახებ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთობ სევდიანი კომენტარი გააკეთა პრესასთან და აღნიშნა, რომ ფეხბურთს ისე ვეღარ თამაშობს, როგორც წინა წლებში.

შვედმა დასძინა, რომ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც კარიერას დაასრულებს და შესაბამისად, ამ დღეს აქედანვე მოუთმენლად ელოდება. გავიდა რამდენიმე დღე და დაახლოებით ანალოგიური შინაარსის განცხადება ანტონიო კასანომაც გააკეთა - იტალიელს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეუტანია, მაგრამ ერთი კი თქვა, თამაშისგან უწინდელ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ და კარიერის დასრულებაზე დავფიქრდიო.

ამის გამგონე ჟურნალისტებმა ადრიანო გალიანისთან გადაწყვიტეს
დაკავშირება, რომელიც წესით შეშფოთებული უნდა იყოს მისი გუნდის ფორვარდთა ასეთი განცხადებებით - თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი სიმშვიდეს ინარჩუნებს:

"იბრაჰიმოვიჩი და კასანო შესანიშნავ ფორმაში არიან, რაც იმედს მაძლევს, რომ ორივე მათგანი ფსიქოლოგიურ კრიზისს უმოკლეს დროში დაძლევენ. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, როდესაც გარკვეულ ეტაპზე შენი საქმე სიამოვნებას აღარ განიჭებს, თუმცა ეს განცდა წარმავალია. დარწმუნებული ვარ, იბრაც და კასანოც კიდე დიდ ხანს ითამაშებენ ფეხბურთს და თანაც, აუცილებლად "მილანში", იქ, სადაც მათ ბოლომდე ენდობიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული