ან ათამაშეთ, ან გაუშვით...

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელის, ბენუა კოეს აზრით, მილანური გრანდის მთავარი მწვრთნელი ძალიან სცოდავს, რომ ფელიპე კოუტინიოს თავის წარმოსაჩენად საკმარის დროს არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბრაზილიელი შემტევი გასულ სეზონში გადავიდა მილანურ გრანდში, თუმცა მას შემდეგ მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი გაიტანა. მოვუსმინოთ კოეს:

"მე რომ "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ვიყო, კოუტინიო მუდმივად ძირითად შემადგენლობაში მეყოლებოდა, რადგან ის განსაკუთრებული შესაძლებლობების ფეხბურთელია. საოცარი ტექნიკა და მოედნის ხედვა აქვს, რასაც კარგი საგოლე ალღოც უნდა დავუმატოთ. თუ კლაუდიო რანიერი მასზე დაყრდნობას არ
აპირებს, კარგი იქნება თუ იჯარის წესით რომელიმე სხვა გუნდში გაუშვებს. დაუშვებელია, რომ ასეთი ტალანტი არ ჩანდეს და მუდმივად სათადარიგოთა სკამზე იყოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული