ჯილა ერთ თვეში დაბრუნდება

AutoSharing Option
ალბერტო ჯილარდინო სექტემბრის შუა რიცხვებში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარც გამოჩენილა.

"ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა მაშინვე განაცხადა, რომ მის გუნდს წამყვანი ფორვარდის გარეშე ფონს გასვლა ძალიან გაუჭირდებოდა.

"ვიოლას" მთავარი მწვრთნელი და გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან 29 წლის ფორვარდის გამოჯანმრთელებას - ამ მხრივ კი გუშინ საკმაოდ კარგი ინფორმაცია გავრცელდა. მოვუსმინოთ თავად ფეხბურთელს და ყველაფერი გაცხადდება:

"საკმაოდ მძიმე ტრავმა მივიღე, მაგრამ მკურნალობის პროცესი დაგეგმილზე წარმატებულად მიმდინარეობს, რაც ბოლო გამოკვლევამ დაადასტურა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მაქსიმუმ ერთ თვეში მოედანზე ვიქნები, არადა,
პირველადი პროგნოზით დაახლოებით სამ თვეს უნდა დამესვენა. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ჩავერთვები საწვრთნელ პროცესში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული