ინლერის სწორი არჩევანი

AutoSharing Option
გეკჰან ინლერის აგენტის დინო ლამბერტის განცხადებით, მისი კლიენტი უზომოდ ბედნიერია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არჩევანი სწორედ "ნაპოლიზე" შეაჩერა და ამ გუნდში გადავიდა.

დინოს თქმით, 27 წლის შუახაზელს კიდევ არაერთი კლუბი ეპატიჟებოდა, გაცილებით უკეთესი პირობებით, მაგრამ გეკჰანისთვის ფული არასდროს ყოფილა მთავარი. დანარჩენზე თავად ლამბერტი იტყვის:

"ინლერს ძალიან უნდოდა შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე ხელი მოეცარა. ამიტომ, მთელი ყურადღება საკლუბო კარიერაზე გადმოიტანა, სადაც ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად მისდის.

ბედნიერია, რომ "ნაპოლის" ღირსებას იცავს, გუნდის, რომელიც ყველა ტურნირზე
მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. ამასთან, კლუბში შესანიშნავი ატმოსფეროა შექმნილი, რაც წარმატების უმთავრესი პირობაა. მოკლედ, ინლერი თავს საუცხოოდ გრძნობს და "ნაპოლიში' დარჩენას კიდევ დიდ ხანს აპირებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული