მილანი იბრას არ ეშვება

AutoSharing Option
იტალიური სპორტული წყაროები არ ცხრებიან და დაჟინებით იუწყებიან, რომ "მილანის" მესვეურები ჯერ კიდევ ცდილობენ "ბარსელონადან" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას. ერთი ხანობა, ეს ამბავი თითქოს ჩრდილში მოექცა, მაგრამ ბოლო დღეებში კვლავ დაიბრუნა აქტუალურობა. საერთოდ, ბოსნიური წარმოშობის შვედი თავდამსხმრლის კატალონიური გრანდიდან შესაძლო აბარგების შესახებ ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც "ბარსელონამ" დავიდ ვილია გადაიბირა. თანაც, გასულ სეზონში ზლატანი ბევრი ვერაფრით გამოირჩა და კატალონიაში ბევრი უკმაყოფილო დატოვა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ "მილანის" დირექტორატის წარმომადგენელს, არიედო ბრაიდას გადავცეთ:

"ზლატანის "მილანში" შესაძლო გადმოსვლის შესახებ ძალიან
ბევრი დაიწერა და მინდა გავამხილო, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ დანთებულა. ჩვენ მართლაც გვსურს იბრაჰიმოვიჩის გადაბირება, მაგრამ ეს იმაზე გაცილებით უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. კატალონიელები სულაც არ აპირებენ შვედთან განშორებას და მათ დასაყოლიებლად დიდი ძალისხმევაც კი შესაძლოა უშედეგო გამოდგეს. ერთი სიტყვით, ეს ტრანსფერი მეტად რთული გასაჩარხი იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, გამორიცხული არაფერია".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული