იჯარა გამოსყიდვის პერსპექტივით

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "ბენფიკასთან" შეთანხმებას მიაღწია და ალჟირის ნაკრების ნახევარმცველი ჰასან იებდა პორტუგალიური კლუბიდან იტალიურში იჯარით გადავიდა. მანამდე იგი ასევე იჯარით ინგლისურ "პორტსმუთში" ასპარეზობდა.

"ბენფიკა" და "ნაპოლი" შეთანხმდნენ, რომ იებდა ნეაპოლელთა ღირსებას მომავალი სეზონის განმავლობაში უფასოდ დაიცავს და თუ იქ თავს გამოიჩენს, "ნაპოლი" მას 4,5 მილიონ ევროდ შეიძენს. "ნაპოლის" იებდა ესპანურ "სევილიაში" წასული ლუკა ჩიგარინის იდეალურ შემცვლელად მიაჩნია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული