"ინტერი"-"იუვენტუსი" - ჟულიო სეზარისა და ბუფონის გარეშე

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მეკარე ჟულიო სეზარი "იუვენტუსთან" იტალიის ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამოტოვებს. შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება.

გოლკიპერმა ტრავმა ბრაზილიის ნაკრებში მიიღო, 26 ოქტომმბერს კი "ატალანტასთან" მატჩში გაურთულდა.

"ატალანტასთან" 32 წლის მეკარე მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე ლუკას კასტელაციმ შეცვალა. სეზარი "იუვენტუსთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

შეხვედრას გამოტოვებს ტურინული კლუბის ძირითადი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონიც. მან მხრის ტრავმის გამო "ფიორენტინასთან" შეხვედრა უკვე გამოტოვა, "იუვენტუსის" კარს კი მის ნაცვლად მარკო სტორარი იცავდა.

"იუვენტუსმა" რვა თამაშში 16 ქულა მოაგროვა და იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს. "ინტერი"კი,
რომლის აქტივში რვა ქულაა, სატურნირო ცხრილში მე-16-ე ადგილს იკავებს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული