გალიანი: არ ვფიქრობ, რომ "მილანი" იანვარში კონტრაქტებს გააფორმებს

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ, რომელიც აქამდე ზამთარში გუნდის გაძლიერებაზე საუბრობდა, თქვა, რომ ახალ ფეხბურთელებს არ შეიძენენ.

"არ ვფიქრობ, რომ იანვარში რაიმე გარიგებას განვახორციელებთ. გასულ წელს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ვიმუშავეთ, რადგან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა. ახლა კი კლარენს ზეედორფის, ჯენარო გატუზოსა და მატიე ფლამინის მწყობრში დაბრუნების შემდეგ ნახევარდაცვაში ყველაფერი რიგზე იქნება", - თქვა გალიანიმ.

მომზადებულია Milannews.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული