რანიერი: "იუვენტუსთან" მარცხი არალოგიკური იყო

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თავისი გუნდის ფეხბურთელებს "იუვენტუსთან" (1:2) განცხდილი მარცხის გამო არ ადანაშაულებს.

"ინტერის" თამაშით კმაყოფილი დავრჩი. "იუვენტუსი" ამ ეტაპზე ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. "ბებერმა ქალბატონმა" შეხვედრაში ყველა მომენტი გამოიყენა.

სატურნირო ცხრილის ხილვა ჯერ ადრეა. შეხვედრამდე ვიძახდი, რომ ჩემპიონატში დარჩენილი მატჩებით 84 ქულის აღება შეიძლება. "მილანმა" წინა წელს სკუდეტო 82 ქულით მოიგო, ამიტომ პანიკის მიზეზს ვერ ვხედავ.

კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, ამიტომ "იუვენტუსთან" მარცხი არალოგიკურად მიმაჩნია. ამ ორი გრანდის თამაშში განსხვავება ვერ დავინახე და შესაბამისად წაგებისგან ტრაგედიასაც არ
ვქმნი", - განაცხადა რანიერიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვიალია, მართლა ვისაც არ უნახია თამაში იფიქრებს რომ იუვემ შემთხვევით მოიგო იმის ხარჯზე რომ უკეთეად გამოიყენა მომენტები... დამიჯერეთ ხალხო მომენტები რომ გამოეყენებინათ მინიმუმ 2-6 დამთავრდებოდა! ინტერს გოლის გარდა ერთი ძელი ქონდა და ეგაა და ეგ... იუვენტუსმა კიდე 4 ჯერ ერთი-ერთზე ვერ გაიტანეს და პლუს მსაჯმა მეკარე არ გააგდო და პენალტი არ დადო ინტერის კარში!!! ვისაც არ გჯერათ ჩემი სიტყვები უყურეთ მიმოხილვას! უბრალოდ გავბრაზდი და ამიტომ ვწერე ამდენი :)))
gogaaa
13:14 30-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული