მარჩელო ლიპი: სკუდეტოსთვის "იუვენტუსი" და "მილანი" იბრძოლებენ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ისაუბრა იმაზე, თუ ვის მიიჩნევს იტალიის ჩემპიონატში ფავორიტად და რაოდენ მნიშვნელოვანია ტურინული კლუბისთვის ანდრეა პირლო.

"ამჟამად "იუვენტუსი" თავის მიზანსწრაფულობასა და სიძლიერეს აჩვენებს. ტურინელები ხომ დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდნენ იტალიის ჩემპიონატის ფავორიტთა შორის. მიმაჩნია, რომ ტიტულისთვის სწორედ "იუვენტუსი" და "მილანი" იბრძოლებენ.

"ბებერ ქალბატონს" ძალიან სჭირდებოდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც პირლოა. ის მაღალი კლასისაა, ქარიზმატულია და თავდაჯერებული, თუმცა ტურინელთა გუნდის წარმატება მხოლოდ ამ ერთი ფეხბურთელით არაა განპირობებული
და ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

დღეს "იუვე" კვლავ კონკურენტუნარიანია და იმედი მაქვს, კვლავ გამარჯვებებით გამოირჩევა", - განაცხადა ლიპიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული