პრანდელი: კომპლიმენტები ჩემგან ბალოტელისა და მთელ გუნდს!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ პოლონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (2:0) შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ მარიო ბალოტელის "სკუადრა აძურას" მაისურით სადებიუტო გოლი მიულოცა.

"ვულოცავ ბალოტელის, მით უფრო, რომ გარდა გოლის გატანისა, ის მოვლენების ცენტრში მუდმივად იყო. კომპლიმენტები ჩემგან მას და მთლიანად გუნდს.

ჩვემმა შეგირდებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანებს. კარგია, რომ კარის მშრალად შენახვა შევძელით.

არადა, პოლონელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ჩვენ გავუმკლავდით მათ ზეწოლას და საკუთარი მომენტების რეალიზება შევძელით", - განაცხადა პრანდელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული