ბალოტელის მამამ რვიანი დაუწერა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის მამა ფრანკო ბალოტელი პოლონეთთან მისი შვილის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ეს შეხვედრა იტალიელთა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა, ბალოტელიმ კი ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

"მარიომ დამირეკა და მკითხა როგორ ვითამაშეო. ვუპასუხე, დღეს ათიდან რვიანს გიწერ, არამარტო იმიტომ რომ გოლი გაიტანე, გუნდისთვისაც სასარგებლო იყავი მეთქი.

მარიოს სურს, რომ ცოლთან ერთად მისი თამაშის სანახავად რომში ჩავიდე. თუმცა, 82 წლის ვარ, ამიტომ მგზავრობა მიჭირს. მაგრამ მარიოს მანჩესტერში სტუმრობას დავპირდი. ის ამას იმსახურებს", - თქვა ფრანკო ბალოტელიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული