სუპერთასი მშვენიერი პროლოგია

AutoSharing Option
ხავიერ ძანეტის მიაჩნია, რომ ევროპის სუპერთასის მოპოვების შემთხვევაში "ინტერი" ბრწყინვალედ ჩატარებულ გასულ სეზონს ლამაზ და ლოგიკურ წერტილს დაუსვამს. მილანელთა უბერებელი კაპიტანი მადრიდის "ატლეტიკოსთან" 27 აგვისტოს გასამართ მატჩს დიდი ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით ელის.

"ევროპის სუპერთასის დაუფლების საშუალება კარიერის განმავლობაში აქამდე არასდროს მქონია და გამარჯვება უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამიტომ მინდა. გარდა ამისა, ეს ტიტული მშვენიერი ეპილოგი იქნება იმისა, რასაც ჩვენ წინა სეზონში მივაღწიეთ და ამასთანავე, ახალი წარმატებების პროლოგად იქცევა. ძალიან გაგვიჭირდება იმის განმეორება, რასაც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მივაღწიეთ, მაგრამ მოპოვებული ტიტულების შესანარჩუნებლად
ბოლომდე ვიბრძოლებთ. ევროპის სუპერთასის მოპოვება საკუთარი ძალების რწმენას შეგვმატებს", - ამბობს 37 წლის ძანეტი.

შეგახსენებთ, ერთი სუპერთასი, იტალიისა, ახალ სეზონში "ინტერმა" "რომას" ძლევით უკვე მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული