"რატომაც არა?! დროა, "იუვენტუსმა" იტალიურ ფეხბურთში თავისი კუთვნილი პოზიციები დაიბრუნოს. ჩვენ გვყავს ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა და მაღალი დონის მწვრთნელი. როცა გავიგე, რომ კარიერას "იუვეში" გავაგრძელებდი, საკუთარ თავს მაშინვე ორი მთავარი ამოცანა დავუსახე – სკუდეტო და იტალიის ნაკრებში დაბრუნება. მჯერა, ამ ორივე მიზნის მიღწევა შემიძლია", - ამბობს აკვილანი.
შეგახსენებთ, აკვილანი, რომელიც "ლივერპულის" საკუთრებაა, "იუვენტუსში" ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.