აკვილანი სკუდეტოს უმიზნებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ახალწვეულის, ალბერტო აკვილანის აზრით, მის გუნდს იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლის ძალა შესწევს.

"რატომაც არა?! დროა, "იუვენტუსმა" იტალიურ ფეხბურთში თავისი კუთვნილი პოზიციები დაიბრუნოს. ჩვენ გვყავს ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა და მაღალი დონის მწვრთნელი. როცა გავიგე, რომ კარიერას "იუვეში" გავაგრძელებდი, საკუთარ თავს მაშინვე ორი მთავარი ამოცანა დავუსახე – სკუდეტო და იტალიის ნაკრებში დაბრუნება. მჯერა, ამ ორივე მიზნის მიღწევა შემიძლია", - ამბობს აკვილანი.
შეგახსენებთ, აკვილანი, რომელიც "ლივერპულის" საკუთრებაა, "იუვენტუსში" ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული