ჩევანტონი ლეჩეს დაუბრუნდა

AutoSharing Option
"სევილიას" ყოფილი ფორვარდი, 30 წლის ერნესტო ჩევანტონი თავის ყოფილ კლუბს, იტალიურ "ლეჩეს" ექვსწლიანი პაუზის შემდეგ შეუერთდა. 2001-2004 წლებში ურუგვაელმა შემტევმა "ლეჩეს" მაისურით 48 გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც მის კარიერაში "მონაკოს", "ატალანტასა" და "სევილიას" რიგებში გატარებული ექვსი სეზონი იყო.

რამდენიმე ხნის წინათ ჩევანტონმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე "სევილიასთან" მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა და "ლეჩეს" მიაშურა. სერია A-ში დაბრუნებულ კლუბთან სამხრეთამერიკელმა ერთწლიანი ხელშეკრულება დადო, რომელიც მხარეთა სურვილის შემთხვევაში კიდევ ერთი სეზონით ავტომატურად გახანგრძლივდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული