სნეიდერი: ბოლომდე ინტერში!

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა თავისი კლუბის ხელმძღვანელებს ოცნება გაუმხილა – მსურს, კარიერის ბოლომდე "ნერაძურის" წევრი ვიყოო.

"შვებულებიდან იტალიაში გასულ ხუთშაბათს დავბრუნდი და უკვე შაბათს ბერლუსკონის თასზე "მილანის" 4:0 განადგურებაში მონაწილეობა მივიღე. "ინტერი" ძალიან მომწონს, აქ განსაკუთრებული ფეხბურთელები თამაშობენ. ამ გუნდთაბ ერთად ყველა არსებული ჯილდო დავისაკუთრე და რატომ უნდა ვფიქორებდე ასეთი კლუბიდან წასვლაზე? თანაც, ჩემს გაშვებაზე არც კლუბის შეფები ფიქრობენ", - თქვა ჰოლანდიელმა.

მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის ფინალისტი "ინტერში" ერთი წლის წინათ გადავიდა და თავის პირველივე მილანურ სეზონში იტალიის ჩემპიონატი და
ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გარდა ამისა იტალიის თასი და სუპერთასიც დაისაკუთრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული