გალიანი: საუბარი დიდძალ თანხებზეა

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის თაობაზე "როსონერისა" და "ბარსელონას" მოლაპარაკებები ხუთშაბათს გაგრძელდება. გალიანი ირწმუნება, 26-ში კატალონიური კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელს პირადად შევხვდებიო.

"ხუთშაბათს "ბარსას" პრეზიდენტს შევხვდები და მოლაპარაკებები გაგრძელდება. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. აღვნიშნავ, რომ ძალზე რთულია იბრაჰიმოვიჩის შესახებ მოლაპარაკებების მართვა, რადგან საუბარი დიდძალ თანხებზეა. თუმც, როსელთან საუცხოო ურთიერთობა გვაკავშირებს. ასეა თუ ისე, ხალხის ნაადრევად დაიმედება მაინც არ მსურს. შორს ვარ იმ აზრისგანაც, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება. ასევე აღვნიშნავ, რომ მარკო ბორიელო არ იქნება ჩართული ამ
სატრანსფერო ოპერაციაში. ეს პრესის მონაჭორია", - თქვა გალიანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული