ატლეტიკო? ძალიან სახიფათოა!

AutoSharing Option
ხვალ ევროპის სუპერთასი გათამაშდება. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ინტერი" და ევროპის ლიგის მომგები "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან.

"ატლეტიკოს" კარგად ვიცნობ. ეს სახიფათო გუნდია!" – ასე შეაფასა მილანური გუნდის ხვალინდელი მეტოქე "ინტერის" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს მიაჩნია, რომ "ინტერს" რთული მატჩი ელის, რადგან მადრიდულ კლუბში მრავლად არიან მაღალი დონის შემსრულებლები.

"მათ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. მაგალითად, ტომაშ უიფალუში, სერხიო აგუერო და დიეგო ფორლანი. მრავალი წელია, ერთად თამაშობენ და მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭულები უგებენ.

ფორლანი უმაღლესი დონის მოთამაშეა, რაც ყველა გუნდში დაამტ
კიცა, სადაც კი უთამაშია. არა მგონია, დიეგო ჩემი კონკურენტი იყოს "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში. ამისთვის ჯერ ის ტურნირები უნდა მოიგო, რომლებშიც შენი გუნდი მონაწილეობს", - დასძინა 26 წლის ჰოლანდიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული