იბრაჰიმოვიჩი მილანში გადავიდა

AutoSharing Option
სეზონის სტარტზევე მილანმა უმნიშვნელოვანესი შენაძენი გააკეთა. გადაწყდა, რომ... ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთწლიანი არენდით "როსონერის" შემადგენლობაში ითამაშებს. ორდღიანი მოლაპარაკების შედეგად "მილანი" და "ბარსელონა" შეთანხმდნენ იმაზეც, რომ საიჯარო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იტალიურ გრანდს უფლება ექნება, შვედი ფორვარდი 24 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

უპრიანი იქნება, აქვე შეგახსენოთ, რომ ერთი წლის წინ "ბარსელონამ" ის "ინტერისგან" 66 მილიონ ევროდ იყიდა. ორშაბათს იბრა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. კომენტარისას ის ბანალური იყო: "ძალიან ბედნიერი ვარ. რატომ ავირჩიე "მილანი"? იმიტომ, რომ ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი დიდი
ტრადიციებით".

იბრაჰიმოვიჩის იტალიაში დაბრუნება არ არის ერთი რიგითი ტრანსფერი, ეს არის დიდი ინტრიგაც იმ გაგებით, რომ მანამდე მას ორ იტალიურ გრანდში, "მილანის" ისტორიულ მოწინააღმდეგეთა ("იუვენტუსი", "ინტერი") რიგებშიც უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული