ახლახანს "მილანში" გადასული ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავის სასეზონო გეგმებზე ალაპარაკდა. შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ "ბარსელონამ" შვედი ფორვარდი "როსონერის" ერთი წლით ათხოვა და პირობაც დადო, რომ თუკი იტალიურ გრანდს სურვილი ექნება, მომავალი წლის ზაფხულში ზლატანს ფიქსირებულ თანხად, 24 მილიონ ევროდ საბოლოოდ დაუთმობს კიდეც.
ამასობაში ზლატანი თავის ახალ გუნდში დებიუტისთვის ემზადება და წარმატებულ სეზონზე ოცნებობს.
"ოქროს ბურთი"? ჩემი უპირველესი მიზანი გუნდთან ერთად ჯილდოების მოგებაა, მერე კი ინდივიდუალურ პრიზებზეც ვიფიქრებ. სულ ცოტა 25 გოლის გატანას ვგეგმავ, თუმცა გუნდის წარმატება უზენაესია. კიდევ "მილანის" ფანების
ფანტასტიკურ დახვედრას აღვნიშნავ. დიდი სიამოვნება მივიღე", - უთხრა შვედმა Goal.com-ს.