პატო მილანის სარეზერვო სიაში

AutoSharing Option
"მილანმა" საჩემპიონთალიგო განაცხადი გამოაქვეყნა და იქ ალეშანდრე პატოს გვარი არ ჩაუწერია. როსონერიმ ახალგაზრდა ბრაზილიელი მხოლოდ სათადარიგო, B სიაში შეიყვანა, სადაც უმეტესწილად, ფარმ-კლუბის ჭაბუკ წევრებს წერენ ხოლმე.

თუმცა საგანგაშო არაფერია – პატო "მილანისთვის" საჭირო ფიგურად რჩება. საქმე ისაა, რომ მას 21 წელი დღეს უსრულდება, ამასთანავე, უკვე სამი წელია, "მილანის" ღირსებას იცავს და ამიტომაც სათადარიგო განაცხადში მოხვედრის უფლება აქვს. ბრაზილიელი ფორვარდი ამის მიუხედავად, უპრობლემოდ შეძლებს ჩემპიონთა ლიგაში თამაშს, სამაგიეროდ, A სიაში ერთი დამატებითი ადგილი გამოთავისუფლდა. სხვა კლუბების მსგავსად, "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაში 25
ფეხბურთელი წარადგინა.

მეკარეები: კრისტიან აბიატი, მარკო ამელია, ფლავიო რომა;

მცველები: ალესანდრო ნესტა, სოკრატის პაპასტატოპულოსი, მასიმო ოდო, მარეკ იანკულოვსკი, მასიმო ძამბროტა, დანიელე ბონერა, ტიაგო სილვა, მარიო იეპესი, ლუკა ანტონინი;

ნახევარმცველები: ჯენარო გატუზო, კლარენს ზეედორფი, მატიო ფლამინი, ინასიო აბატე, ანდრეა პირლო, მასიმო აბროზინი, კევინ-პრინს ბოატენგი, როდნი შტრასერი;

თავდამსხმელები: ფილიპო ინძაგი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობინიო, რონალდინიო, პატო;
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული