ფრანკო ბარეზი: სერხიო რამოსი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მცველია

AutoSharing Option
"მილანის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანკო ბარეზიმ მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი შეაქო.

ბარეზის თქმით, რამოსი თავის პოზიციაზე ერთერთი საუკეთესოა.

"რამოსის თამაში ძალიან მომწონს. ის ძლიერი ინდივიდუალისტია და ზოგიერთ იმ სათამაშო თვისებას ფლობს, რომელიც სხვებისგან გამოარჩევს. ამიტომ მას თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია.

ყველაზე უფრო ცენტრალური მცველის ამპლუაში მომწონს. მართალია, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფლანგზეც შესანიშნავად ბურთაობს. ვფიქრობ, რომ რამოსი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მცველია", - განაცხადა ბარეზიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული