იქიდან ყველაზე საინტერესო უდინეში გაიმართა, სადაც "უდინეზემ" "მილანს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, 1:2.
არადა, მასპინძლებმა ბევრი არაფერში დაუდეს ტოლი სტუმრებს, რიგ ეპიზოდებში სჯობდნენ კიდეც და თავისუფლად შეეძლოთ არა თუ ფრედ დაესრულებინათ თამაში, არამედ სამივე ქულა თავისთან დაეტოვებინათ.
* * *
მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დროის
ტოტოსთვის ეს მე-17 გოლი გახლდათ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მის უშუალო კონკურენტ ზლატან იბრაჰიმოვიჩს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, დიდია შანსი, კვლავაც ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გახდეს.
უდინელებს არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, რისთვისაც შეხვედრის ბოლო 15 წუთში მკაცრად დაისაჯნენ - ანგარიში მაქსი ლოპესმა გაათანაბრა, არგენტინელმა ფორვარდმა, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ახალი გუნდის შემადგენლობაში.
სტეფან ელ შაარავის დარტყმის შემდეგ, ბურთი სამირ ჰანდანოვიჩმა უხეიროდ მოიგერია, დამატებაზე ყველას მაქსიმ დაასწრო და ძლიერი დარტყმით უდინელთა მთელი უკანა ხაზი სახტად დატოვა, 1:1.
აღსანიშნავია, რომ მილანელთა მეორე გოლიც ელ შაარავი-ლოპესის აქტიურობას მოჰყვა - ამჯერად, მაქსი მარჯვენა ფრთიდან მიუახლოვდა მეტოქის საჯარიმოს, დაბალი ზუსტი გადაცემით "პატარა ფარაონი" მოძებნა და მანაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ჰანდანოვიჩის კარის ჩარჩოში, 1:2.
მატჩის შემდეგ, ყურადღების ცენტრში მაქსი ლოპესი იყო, რომელმაც პრესას მოკლედ განუცხადა, პირველ რიგში გუნდის წარმატება მიხარია და არა პირადად ჩემიო.
უფრო ვრცლად ილაპარაკა "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ და შემდეგი განაცხადა:
"თამაშის დასრულებამდე 10-15 წუთით ადრე მესამე ადგილზე ვიყავით სატურნირო ცხრილში, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი პირველზე აღმოვჩნდით.
ამ გამარჯვებამ სამ ქულაზე ბევრად მეტი მოგვატანა და შესაბამისად, უზომოდ გახარებული ვარ. "უდინეზეს" დამარცხება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამის შესახებ მასიმილიანო ალეგრისთანაც მქონდა საუბარი.
ძლიერი მეტოქე ფაქტობრივად განახევრებული შემადგენლობით დავამარცხეთ, ეს კი ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს".
* * *
"ინტერი" უკვე "ნოვარასთან" აგებს - უფრო სწორად, "ინტერმა" კიდევ ერთხელ წააგო "ნოვარასთან" და ამჯერად სახლში, საკუთარ მოედანზე. კლაუდიო რანიერი თავის სტიქიაშია, თითქოს დაალაგა გუნდი, თითქოს ამოაძვრინა კრიზისიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სწორედაც რომ თითქოს... და ესეა ყოველთვის, როდესაც გუნდს ეს სპეციალისტი ჰკიდებს ხელს.
რანიერიმ ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშა და ეს მისია დიეგო მილიტოს დააკისრა, ვისაც უკნიდან ვესლი სნეიდერი და რიკი ალვარესი ეხმარებოდნენ. ამ უკანასკნელს საერთოდ არ გამოუვიდა თამაში, ჰოლანდიელი უფრო აქტიური იყო, მაგრამ მთლიანობაში, "ნერაძური" მაინც არაფრად ვარგოდა. ბურთის ფლობის მხრივ, მილანელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ, თამაშის დიდი ნაწილი "ნოვარას" ნახევარზე წარიმართა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტუმრებმა სრულიად დამახურებულად აჯობეს ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს.
არადა, ბოლო 10 წუთი "ნოვარა" კაცნაკლული, გადაღლილი იყო მოედანზე და "ინტერს" ყველაფერი ჰქონდა თამაშის შემოსაბრუნებლად, მაგრამ ... ვესლი ნეიდერმა ერთხელ კარგად დაუბათქუნა, ბურთი ხარიხას მოარტყა და ეს იყო "ინტერის" ყველაზე სახიფათო მომენტი მთელი შეხვედრის განმავლობაში.
ერთადერთი გოლი კი მართლაც შესანიშნავი გამოვიდა: ანდრეა კარაჩოლომ კარგად დაიმორჩილა ბურთი, ერთ მეტოქეს გვერდი ოსტატურად აუარა და მარცხენა ფეხით უზუსტესად დაარტყა, 0:1. ეს იყო და ეს, "ნოვარამ" მესამე გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში და იქიდან ორჯერ "ინტერი" დაამარცხა (!).
მატჩისშემდგომ პრესკონფერენიაზე კლაუდიო რანიერიმ შემდეგი განაცხადა:
"არ ვაპირებ თავის მართლებას, ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შეგვეძლო, მაგრამ ბურთმა არ ინება მეტოქის კარის ხაზის გადაკვეთა. ამასთან, არ უარვყოფ, რომ ხარვეზი ბევრი გვქონდა და ისიც კარგად ვიცი, რომ სამუშაო არაერთ კომპონენტზე გვაქვს. ჯამპაოლო პაცინის ვირუსი შეეყარა და ამად არ დავაყენე ძირითად შემადგენლობაში - საბოლოოოდ, შეხვედრა სამი ფორვარდით ჩავამთავრეთ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო გოლის გატანა. ამ დროს, ანდრეა კარაჩოლომ საოცარი გოლი გაიტანა და გვაჩვენა თუ როგორ უნდა დააგვირგვინო იერიშები. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავაანალიზებთ შეცდომებს და მათ გამოსწორებას უკვე მომდევნო მატჩში შევეცდებით".
* * *
"კატანიამ" "ჯენოას" გადაურბინა, არადა, სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, თამაში თითქოს თანაბარი გამოვიდა. როგორც ჩანს, ალბერტო ჯილარდინოს ტრავმამ გენუელებზე დამთრგუნველად იმოქმედა და ამად იყო, რომ სიცილიიდან შერცხვენილები დაბრუნდნენ.
"ატალანტამ" ვერც "ლეჩეს" მოუგო და თუ ასე გააგრძელა, შეიძლება მალე გასავარდნ ზონაშიც კი ამოჰყოს თავი; ფაბრიციო მიკოლის გარეშე დარჩენილმა "პალერმომ" კი წარმატებული სერია სარდინიაზე შეწყვიტა და იქაურ "კალიარისთან" მარცხი იწვნია.
"იუვენტუსს" ისევ არ უმართლებს, ტურინულ გრანდს "ბოლონიაში" უნდა ეთამაშა, მაგრამ ისევ თოვლი ჩაერია საქმეში; იგივე ბედი ხვდა წილად "პარმა"-"ფიორენტინას" დაპირისპირებას, დღეს კი ორი მატჩია დაგეგმილი და იმედი დავიტოვოთ, რომ ორივე შედგება.
იტალია. სერია A. XXIII ტური
ლაციო-ჩეზენა 3:2
გოლები: 0:1 მუტუ (13), 0:2 იაკვინტა (32-პენ.), 1:2 ერნანესი (52), 2:2 ლულიჩი (60), 3:2 კოზაკი (62).
უდინეზე-მილანი 1:2
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პაციენცა (88. ტორიე), ისლა (61. პასკუალე), ფერნანდესი, არმერო - აბდი - დი ნატალე (76. ფლორო ფლორესი).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, ტიაგო სილვა, მესბა - ემანუელსონი, ამბროზინი, ნოჩერინო (66. მაქსი ლოპესი) - ზეედორფი - რობინიო (88. ბონერა), ელ შაარავი.
გოლები: 1:0 დი ნატალე (19), 1:1 მაქსი ლოპესი (77), 1:2 ელ შაარავი (85).
გაფრთხილება: არმერო, აბდი - ტიაგო სილვა, ამბროზინი.
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13(6)-10(6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 18 000
კალიარი-პალერმო 2:1
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - კონტი (65. ეკდალი), დესენა, ნაინგოლანი - კოსუ (6. იბარბო) - რიბეირო (84. არიაუდო), პინილია.
პალერმო (4-3-2-1): ვივიანო - პიზანო, სილვესტრი, მანტოვანი, ბალცარეტი - ბერტოლო (60. მილიაჩო), ბარეტო, დონატი - ზაჰავი (60. ერნანდესი) - ილიჩიჩი, ბუდანი (69. ვასკესი).
გოლები: 1:0 პინილია (56), 2:0 დესენა (81), 2:1 ერნანდესი (83-პენ.).
გაფრთხილება: აგაცი, პერიკო, კონტი - სილვესტრი, დონატი, ბერტოლო.
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 17(9)-10(5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 6 000
ატალანტა-ლეჩე 0:0
ატალანტა (4-4-1-1): პოლიტო - მანფრედინი, ლუკინი (49. რაიმონდი), სტენდარდო, სკელოტო - კარმონა (57. კაცოლა), ბრიგი, პელუზო, მორალესი - მარილუნგო (70. გაბიადინი), დენისი.
ლეჩე (3-5-2): ჟულიო სერჟიო - ოდო, ესპოზიტო (56. დი მატეო), მილიონიკო - კუადრადო, ჯაკომაცი, დელვეკიო, ბლაზი, ბრივიო - ბოჟინოვი (58. მურიელი), დი მიკელე (84. ბერტოლაჩი).
გაფრთხილება: სტენდარდო - მილიონიკო, ჯაკომაცი.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-8; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 11(5)-7(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 22 000
კატანია-ჯენოა 4:0
კატანია (4-3-3): კოზიცკი - მოტა, ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე - ისკო (65. ბიაჯანტი), ალმირონი (73. რიკიუტი), ლოდი - გომესი, ბერგესიო, ბარიენტოსი (68. ლამა).
ჯენოა (4-3-3): ფრეი - მესტო, გრანკვისტი, კალაძე, როსი - ბიონდინი, ბელუში, ბირსა (50. ხორკერა) - სკული, პალასიო (74. ზე ედუარდო), იანკოვიჩი (66. ველოზო).
გოლები: 1:0 ლოდი (7-პენ.), 2:0 ბარიენტოსი (49), 3:0 ბარიენტოსი (52), 4:0 ბერგესიო (62).
გაფრთხილება: მესტო, ბიონდინი, ბელუსკი, იანკოვიჩი (ჯენოა).
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11(6)-12(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 14 000
ინტერი-ნოვარა 0:1
ინტერი (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - ძანეტი, ლუსიო, კორდობა, კივუ (70. ნაგატომო) - პოლი (62. ფორლანი), კამბიასო, სტანკოვიჩი - ალვარესი (46. პაცინი), სნეიდერი - მილიტო.
ნოვარა (4-4-2): უიკანი - დელაფიორე (15. მორგანელა), ლიზუძო, გარსია, ჯემიტი (65. პაჩი) - რადოვანოვიჩი, პორკარი (46. პეშე), ჯედა, რიგონი - ჩენტურიონი, კარაჩოლო.
გოლი: 0:1 კარაჩოლო (56).
გაფრთხილება: პორკარი, მორგანელა (ნოვარა).
გაძევება: რადოვანოვიჩი (80)
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 21-8; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 21(6)-5(3); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 45 000
პარმა-ფიორენტინა გადაიდო
ბოლონია-ფიორენტინა გადაიდო
ნაპოლი-კიევო დღეს. 23:45
სიენა-რომა დღეს, 23:45
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 23 14 5 4 45-20 47
2. იუვენტუსი 21 12 9 0 33-13 45
3. ლაციო 23 12 6 5 37-24 42
4. უდინეზე 23 12 5 6 34-22 41
5. ინტერი 23 11 3 9 34-30 36
6. რომა 22 10 5 7 36-26 35
7. ნაპოლი 22 7 10 5 36-24 31
8. პალერმო 23 9 4 10 33-34 31
9. ჯენოა 22 9 3 10 31-44 30
10. კალიარი 23 7 9 7 22-23 30
11. ფიორენტინა 21 7 7 7 23-19 28
12. კატანია 21 6 9 6 27-29 27
13. პარმა 21 7 6 8 27-34 27
14. კიევო 21 6 6 9 17-27 27
15. ატალანტა 22 7 9 6 25-27 24
16. ბოლონია 21 5 7 9 18-26 22
17. სიენა 21 4 8 9 21-22 20
18. ლეჩე 23 4 6 13 22-38 18
19. ჩეზენა 22 4 4 14 15-34 16
20. ნოვარა 22 3 7 12 19-40 16
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
17 - დი ნატალე (უდინეზე); 15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 12 - დენისი (ატალანტა), კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი), პალასიო (ჯენოა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
გადადებული მატჩები
15 თებერვალი: ატალანტა-ჯენოა, პარმა-იუვენტუსი, ჩეზენა-კატანია.
მომდევნო ტური
17 თებერვალი: ფიორენტინა-ნაპოლი, ინტერი-ბოლონია;
18 თებერვალი: იუვენტუსი-კატანია;
19 თებერვალი: ჩეზენა-მილანი, ნოვარა-ატალანტა, პალერმო-ლაციო, ლეჩე-სიენა, ჯენოა-კიევო, რომა-პარმა, უდინეზე-კალიარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"