კასანომ მილანი თქვა

AutoSharing Option
"სამპდორიასა" და იტალიის ნაკრების ფორვარდი ანტონიო კასანო "მილანს" ქვეყნის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს – ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიუს შეძენა ამის გარანტია არისო.

"ვფიქრობ, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი "მილანი" იქნება. "ინტერი" ჩინებულ გუნდად რჩება, მაგრამ მე მაინც "მილანს" ვემხრობი. "იუვენტუსსაც" ნუ დავივიწყებთ – ამ გუნდს სათვალავში რატომღაც არავინ იღებს", - თქვა კასანომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული