საუბარია "ერის ბომბარდირის" იმ რეკორდზე, რომელიც მას აგერ უკვე 32 წელია ეკუთვნის. 1978 წელს მიულერმა უეფას თასზე ბულგარულ "მარეკს" გოლი გაუტანა, რომელიც ფენომენალური გერმანელისთვის ევროპის საკლუბო ტურნირებში 69-ე აღმოჩნდა. ყველა დროის საუკეთესო საევროთასო ბომბარდირთა სიაში მას კვალში რამდენიმე ფეხბურთელი უდგას, რომელთა უმრავლესობა დღესაც თამაშობს, ასე რომ არაა შორს ის დღე, როცა ხსენებულ
გერდ მიულერთან ყველაზე ახლოს – 1 გოლის დისტანციაზე – ფილიპო ინძაგი მისულა. იტალიური ფეხბურთის 37 წლის ვეტერანი "მილანის" წევრია და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.
"მზად ვარ, გუნდს ამ სეზონშიც დავეხმარო. ასაკის მატებასთან ერთად, სპორტული ფორმის უმაღლეს დონეზე შენარჩუნება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებ. რაც შეეხება გერდ მიულერის რეკორდს, მის გამეორებამდე ერთი გოლი მიკლია. კარგი იქნება, თუ ამას მომავალ კვირაში, "ოსერთან" საშინაო მატჩში მოვახერხებ", - აცხადებს პიპო.
მაგრამ სამართლიანობა იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ გერდ მიულერმა თავის 69 გოლს თავი 77 საევროთასო მატჩში მოუყარა, ხოლო პიპო ინძაგის 68 გოლის გასატანად 105 თამაში დაჭირდა.
აქვე გთავაზობთ ევროპის საკლუბო ტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა მოწინავე ხუთეულს:
გერდ მიულერი (გფრ) 69
ფილიპო ინძაგი (იტალია) 68
რაული (ესპანეთი) 67
ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) 62
რუდ ვან ნისტელროი (ჰოლანდია) 60