კიელინის 4 მილიონს გადაუხდიან

AutoSharing Option
როგორც იქნა, "იუვენტუსი" და ჯორჯო კიელინი შეთანხმდნენ. "სკუადრა აძურას" მცველის აგენტი დავიდე ლიპი "იუვესთან" რამდენიმე თვის განმავლობაში ახალი კონტრაქტის პირობებს ათანხმებდა და მის მცდელობას შედეგიც მოყვა – კიელინი ტურინული გრანდის ღირსებას 2015 წლამდე დაიცავს.

კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაფორმებულა, რადგან რამდენიმე უმნიშვნელო დეტალი ჯერაც შესათანხმებელია, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ 26 წლის ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონთან" 5-წლიან ხელშეკრულებას დადებს, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად 4 მილიონ ევროს ჩაიჯიბავს. არ დაიჯერებთ და დღესდღეობით ჯორჯოს ამაზე რამდენჯერმე მცირე ხელფასი აქვს, არადა ეს ფეხბურთელი "იუვენტუსის" ერთ-ერთ მთავარ
ვარსკვლავად და მომავალ კაპიტნად მიიჩნევა.

რაც შეეხება კლაუდიო მარკიზიოს, "იუვე" და ეს ნახევარმცველი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერაფრით უახლოვდებიან. მარკიზიო 3-მილიონევროიან გასამრჯელოს მოითხოვს, რადგან დღეს სეზონში მხოლოდ მილიონს უხდიან, მაგრამ "იუვეს" ხელმძღვანელები ძუნწობენ და იტალიის ნაკრების შუახაზელს 2 მილიონზე მეტს ვერ პირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული