სიტის ფრეი არ უნდოდა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ფიორენტინამ" პოლონელი მეკარე არტურ ბორუცი შეიძინა და ამ უკანასკნელმა ბრძანა, სათადარიგოთა სკამის ხეხვას არ ვაპირებო, სპორტულ პრესაში მთელი ზაფხულის განმავლობაში არ წყდებოდა საუბრები "სკუადრა ვიოლადან" ფრანგი სებასტიან ფრეის გარდაუვალი წასვლის შესახებ. ამ კიპერს ხან "მანჩესტერ იუნაიტეს" ურიგებდნენ, ხან "მანჩესტერ სიტის", "ბაიერნსაც"...

მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ფრეი კვლავაც ფლორენციაშია, თანაც, "სიტის" დაინტერესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა.

"მანჩესტერ სიტიდან" საერთოდ არავინ დაგვკავშირებია. სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთი ჭორებითაა სავსე, სიმართლისა და ტყულის ერთმანეთისგან გამიჯვნა საკმაოდ რთული გახდა",
- თქვა ფრეის აგენტმა ჯოვანი ბრანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული